კურსის პროგრამა
შემოქმედებითი ხედვა, პროფესიული კომუნიკაცია და საკუთარი საქმიანობის გააზრებული განვითარება.
3–4 თვე · ახალი ჯგუფი დეკემბერში · პირველი ნაბიჯი — გასაუბრება
რას მოიცავს კურსი
ექვსი მიმართულება.
ერთი მთლიანობა.
შემოქმედებითი ხედვა, პროფესიული კომუნიკაცია და საკუთარი საქმიანობის გააზრებული განვითარება.
01ინდივიდუალური ხელწერა
პრობლემა
სხვისი ნამუშევრებისა და მზა მაგალითების გამეორებისას ადვილად იკარგება საკუთარი ხელწერა — პროექტში აღარ ჩანს შენი გემოვნება და ხასიათი.
გადაწყვეტა
აღმოაჩინე, რა ხდის შენს ხედვას განსხვავებულს. გააძლიერე საკუთარი გემოვნება და ხასიათი, რომ პროექტი შენი იდეის გაგრძელება იყოს — და არა ნანახის გამეორება.
- შენი ვიზუალური ხედვისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა
- ფერის, ფორმისა და დეტალების გააზრებული არჩევანი
- ორიგინალური, ღირებული პროექტის ჩამოყალიბება
02პროექტის წარდგენა
პრობლემა
კარგი იდეა თავისთავად არ ნიშნავს დამაჯერებელ წარდგენას. თუ ვერ ხსნი შენს არჩევანს და პროექტის ღირებულებას, დამკვეთს უჭირს შენი ხედვის გაგება.
გადაწყვეტა
ვისწავლით პროექტის გააზრებულად წარდგენას: როგორ ააწყო პრეზენტაცია, ახსნა შენი გადაწყვეტილებები და აჩვენო იდეის ღირებულება როგორც დამკვეთისთვის, ისე შენთვის, როგორც დიზაინერისთვის.
- იდეის დამაჯერებელი პრეზენტაცია
- დიზაინის გადაწყვეტილებებისა და პროექტის ღირებულების ახსნა
- გაყიდვების ფსიქოლოგია და ღირებულებაზე საუბარი
03დამკვეთთან ინტერვიუ
პრობლემა
არასწორად დასმულმა კითხვებმა შეიძლება შეგიზღუდოს შემოქმედებითი თავისუფლება და დამკვეთი ნაადრევად მიაბას მის წარმოდგენაში არსებულ პროექტს. ასეთ ჩარჩოში რთულდება როგორც იდეის განხორციელება, ისე დამკვეთის მოლოდინთან თანხვედრა.
გადაწყვეტა
კარგი პროექტი სწორი კითხვებით იწყება. ისწავლე სწორი ინტერვიუს წარმოება და შენი იდეის წარდგენა, რომ სურვილი და ხედვა ერთმანეთს დაემთხვეს. ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილია იმისთვის, რომ შეასრულო საკუთარი პროექტი.
- სწორი კითხვების დასმა და ინტერვიუს გააზრებული წარმართვა
- დამკვეთის სურვილისა და რეალური საჭიროებების გარკვევა
- შემოქმედებითი თავისუფლებისა და დამკვეთის მოლოდინების თანხვედრა
04პირადი ბრენდი და მარკეტინგი
პრობლემა
როცა საკუთარი როლი, ამპლუა და პოზიციონირება გამოკვეთილი არ არის, რთულია გადაწყვიტო, როგორ წარადგინო თავი და რა მიმართულებით ააწყო შენი კომუნიკაცია.
გადაწყვეტა
შენი სახელით, სტუდიით თუ კომპანიით — უნდა ვიპოვოთ შენი საქმიანობისთვის შესაფერისი მიმართულება და გამოხატვის ფორმა.
- საკუთარი პროფესიული სახისა და პოზიციონირების ჩამოყალიბება
- პორტფოლიოს გააზრებული წარდგენა
- შენზე მორგებული კომუნიკაცია — ვიდეო, ვლოგი თუ სხვა ფორმატი
05ხარჯთაღრიცხვა
პრობლემა
ხარჯთაღრიცხვაში გამორჩენილი პრაქტიკული დეტალები ბიუჯეტის სრულ სურათს არღვევს და პროექტის განხორციელებისას დამატებით გაურკვევლობას ქმნის.
გადაწყვეტა
ნინოს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განვიხილავთ, როგორ შეადგინო პროექტის ხარჯთაღრიცხვა და გაითვალისწინო არა მხოლოდ ძირითადი სამუშაოები, არამედ ის დეტალებიც, რომლებიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.
- სამუშაოების, მასალებისა და საჭირო დეტალების ჩამონათვალი
- ხარჯების დაჯგუფება და ბიუჯეტის მთლიან სურათში დანახვა
- სავარაუდო და დაზუსტებული ხარჯების ერთმანეთისგან გამიჯვნა
06ხელშეკრულება და პროფესიული საზღვრები
პრობლემა
როცა სამუშაოს მოცულობა, ანაზღაურება, ცვლილებები და პასუხისმგებლობები წინასწარ მკაფიოდ არ არის შეთანხმებული, რთულია პროფესიული საზღვრების დაცვა — განსაკუთრებით საზღვარგარეთ მუშაობისას.
გადაწყვეტა
ნინოს გამოცდილებაზე დაყრდნობით განვიხილავთ, როგორ ასახო ხელშეკრულებაში თანამშრომლობის პირობები: რას აკეთებ, რას აბარებ, რა ეტაპზე და როგორ ხდება გადახდა, რამდენ ცვლილებაზე თანხმდებით და რა პასუხისმგებლობა აქვს თითოეულ მხარეს.
- რას მოიცავს პროექტი და რას — არა
- ჩასაბარებელი მასალები, ცვლილებების ფარგლები და გადახდის პირობები
- მხარეთა პასუხისმგებლობები, მათ შორის საზღვარგარეთ მუშაობისას
პირველი ნაბიჯი — საუბარი
დავიწყოთ შენი ხედვით.
გასაუბრებაზე ვისაუბრებთ შენს ინტერესებზე, გამოცდილებასა და მიზნებზე.
ჩაეწერე გასაუბრებაზე